თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თემქაზე, ხის საამქროში გაჩენილი ხანძარი, ამ წუთებში, ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე 14 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

“იწვოდა ხის საამქრო, ადგილზე უმოკლეს დროში მობილიზებული იყო 14 სახანძრო. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე გვერდით მდგომ საცხოვრებელ სახლებში. მეხანძრე – მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა მალევე ხანძრის ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა ხანძრის გავრცელება. ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინ არ არის. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია”, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

მსგავსი თემები