რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა მობილიზაციისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოითხოვა

რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს დავალება მისცა, ის ხარვეზები გამოასწორონ, რაც ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა. საუბარია ტექნიკურ ნაწილზე, გაწვეულთა პირობებზე, აღჭურვასა და სხვა საკითხებზე.

„ჩვენი მოქალაქეებისგან არაერთი ინფორმაცია შემოდის გაწვევის ორგანიზებაზე, აღჭურვის ხარისხზე, გაწვეულთა საცხოვრებელ პირობებსა  და სხვა საკითხებზე. ყველა შეცდომა უნდა გამოვასწოროთ და თავიდან ავიცილოთ სამომავალოდ“, – აღნიშნა პუტინმა უშიშროების საბჭოს  წევრებთან შეხვედრაზე.

მისი შეფასებით, აუცილებელია თითოეულ საკითხის ინდივიდუალურად განხილვა და თუ შეცდომა დაფიქსირდება, უნდა მოგვარდეს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ნაწილობრივ გაწვევას ექვემდებარებიან მხოლოდ ის რუსები, ვისაც საბრძოლო გამოცდილება გააჩნია.

 

მსგავსი თემები