ქართული ტაძარი დაარბიეს, სიწმინდეებს ღვინო შეასხეს და ძირს დაანარცხეს

იტალიაში, კერძოდ კი რომში მდებარე ქართული ტაძარი მძარცველებმა დაარბიეს. მამა იოანეს, რომელიც დილით ტაძარში წირვაზე მივიდა, საშინელი სურათი დახვდა –  სიწმინდეები დარბეული და გარკვეული ნივთები მოპარული.  

რომის ქართული ტაძრიდან მოპარულია წირვისთვის განკუთვნილი ნივთები. რაც მძარცველებს არ მოეწონათ, ადგილზე დაარბიეს. თავდამსხმელები ეკლესიაში ძვირფასეულობას ეძებდნენ. სიწმინდეები დარბევის შემდეგ კი ხატებს ღვინო შეასხეს.

„დარბეულია ტაძარი, კედლებს და ხატებს შესხმული აქვს ღვინო, დარბეულია საკურთხევლები, ტრაპეზი, სიწმინდეები. სავარაუდოდ, ეძებდნენ ძვირფასეულობას. სიწმინდეები არ წაუღიათ“ – აცხადებს  მამა იოანე.

მთელი დღეა, რომის ქართულ ტაძარში სამართალდამცველები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მსგავსი თემები