ჩინეთი ტაივანში შესაჭრელად ემზადება

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთი ტაივანში შესაჭრელად ემზადება.  ჯოზეფ ვუს განცხადებით,  ჩინეთი სამხედრო წვრთნებს სწორედ ტაივანის სიახლოვეს ახორციელებს.

„ჩინეთი ამ წვრთნებს ტაივანში შეჭრის მოსამზადებლად იყენებს. პეკინი ატარებს ფართომასშტაბიან სწავლებას, უშვებს რაკეტებს და აწარმოებს კიბერშეტევებს. ასევე ატარებს დეზინფორმაციულ კამპანიას, ეს მიმართულია ტაივანელების მორალურად გატეხვისკენ“, – აღიშნავს ოფიციალური ტაივანი.

ჩინეთი თვლის რომ ტაივანი მისი ტერიტორიაა  და პეკინში უცხოელი პოლიტიკოსების მასთან შეუთანხმებლად ჩასვლას ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვად აფასებს.

მსგავსი თემები