„ყველას მოუწევს მძაფრი კონკურენცია ერთმანეთთან, რათა თავი აჩვენოს მოსახლეობას, რომ არის ალტერნატიული ძალა, მათ შორის გახარიასაც,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი თვლის, რომ 7 თვის მანძილზე ოპოზიციამ ამომრჩევლის მხარდჭერა დაკარგა:
„ვის რა გამოუვა, ამას ქართველი ამომრჩეველი გამოავლენს. ოპოზიცია არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. მათ 7 თვე ამომრჩეველი დაივიწყეს, მათ ამ დროის მანძილზე ჰქონდათ მხოლოდ ერთი მიზანი, როგორ შეეცვალათ ხელისუფლება არაკონსტიტუციური გზით, ოპოზიციამ დაკარგა გარკვეულწილად ნდობა მისი ამომრჩევლის. ჯერ მათ ის ამომრჩეველი უნდა დაიბრუნონ, რომლებმაც 3% მიანიჭეს და შემდეგ იფიქრონ, როგორ გახადონ ეს 3% – 30%-ად,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“
მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.