„ამნისტია არ შეეხება ბრძანების გამცემ პირებს“ – ირაკლი ქადაგიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

„როგორც არის შეთანხმებაში ასახული კანონპროექტი შეეხება ყველას, ვინც 20 ივნისის მოვლენების მონაწილეები არიან, გარდა იმ მუხლების, რომელიც ითვლება არაჰუმანურ მუხლებად და ადამიანის ღირსების შემლახავად,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი განმარტავს, რომ ამნისტია არ შეეხება ბრძანების განგებ გამცემ პირებს. მისივე ინფორმაციით თუ ასეთი გამოვლინდა აღიძრება სისხლის სამართლის საქმე:

„ასევე, არ შეეხება განზრახ ბრძანების გამცემ პირებს, თუ ასეთი ფაქტები გამოვლინდა, მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა ჩვეულებრივად გაგრძელდება. სხვა შემთხვევაში, ამნისტია შეეხება ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება.

ჩვენ 7 თვე ვხედავთ მხოლოდ დესტრუქციას, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ „ფეიქკრიზისით“ რომელიც ოპოზიციამ ქვეყანა აჯანჯღარა, ჩვენ მაინც ყველანაირ დათმობაზე წავედით, რათა საქართველოს კარები არ მიეხურა ევროპისთის, ჩვენ გადავდგით ცალმხრივი წინმსწრები ნაბიჯი ადგილობრივი თითმმართველობის სახით, თუმცა ოპოზიციაში არიან ის პირები, ვისაც არ აქვთ სურვილი პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს.

მელიას ციხეში მოხვედრაც ამ არაკონსტიტუციური ქმედების გაგრძელების ნაწილი იყო. დღეს კიდევ ათას მიზეზს ეძებენ ეს ადამიანი ციხეში ჩატოვონ,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები