“დავაკავებთ, ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება” – ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბანკზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბადრი ესებუას დაკავება მას უნდა, თუმცა, ამას შესაძლოა წლები დაჭირდეს, რაც „ჩვეულებრივი თემაა“.

„დავაკავებთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად. ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება… შეიძლება წლებიც გავიდეს, ამაზე ასჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული და რამდენჯერ გავაკეთო. შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ, არა მე, არამედ, მეოთხე მინისტრმა ჩემ შემდეგ, ან მეორე მინისტრმა. ეს ჩვეულებრივი თემაა, ვაკავებთ 10 წლის წინანდელზე, 8 წლის წინანდელ დამნაშავეებს, მკვლელებს. მინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები