პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, სამდღიანი ვიზიტით ბერლინში იმყოფება.
პარლამენტარებს შეხვედრები ექნებათ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრებთან, ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერთან და კომიტეტების ხელმძღვანელებთან.
მოლაპარაკებები იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში და ეუთოს საპარლამენტო ანსამბეის გერმანიის დელეგაციასთან.
საუბრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იქნება, რა მექანიზმები შეიძლება არსებობდეს, რომ ქვეყანა მალე დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებს. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, გერმანიის და საქართველოს პარლამენტებს შორის ურთიერთობების გააქტიურებაა.
შეხვედრები უკვე დაწყებულია და პირველი მოლაპარაკებები, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან იმართება.