„შესაძლოა, ინდური შტამი ინდოელმა არ შემოგვიტანოს და შემოგვიტანოს გერმანელმა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ინდურ შტამთან დაკავშირებით, საკითხი ასე უნდა დავსვათ: არის თუ არა, ინდური შტამი გლობალური საფრთხე? ამ შემთხვევაში, რა უნდა გააკეთოს საქართველომ? არის თუ არა რაიმე მექანიზმი, რომელიც ამ შტამით ინფიცირებული ადამიანების მოხვედრას საქართველოში, თავიდან აგვაცილებს?“ – ამის შესახებ „მედიაცნეტრ მთავრში“, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა – ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძის თქმით, პირველი მუტირირებული შტამი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მუტაციისა და შტამების უკეთ გაცნობაში და უფრო მეტად გადამდები აღმოჩნდა, ბრიტანული შტამი იყო, მისივე განმარტებით, ინდური შტამის გარშემო კი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, არც გადამდებლობასთან, არც ლეტალობასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით მკაფიო მითითებებს არ იძლევა.

„ინდოეთში თებერვალში ჩათვალეს რომ, კორონავირუსი დაამარცხეს და ყველა შეზღუდვა მოიხსნა. ვფიქრობ, სწორედ რეკომენდაციების არ შესრულებამ გამოიწვია, ინფიცირებულთა რაოდენობის მატება“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

შემოვა თუ არა საქართველოში, კორონავირუსის ახალი შტამი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ის ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაფიქსირდება,  პროფესორი თვლის, რომ მექანიზმი, რომელიც ქვეყანამ შეიძლება აამუშავოს და ამ შტამის შემოსვლისგან დაიცვას საქართველო, პრაქტიკულად არ არსებობს.

„ჩვენ ინდოეთთან არ გვაქვს, არც სავაჭრო და არც პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. უბრალოდ, ინდოეთის გარდა, ეს შტამი კიდევ 21 ქვეყანაშია დაფიქსირებული. შესაძლოა, ინდური შტამი ინდოელმა არ შემოგვიტანოს და შემოგვიტანოს გერმანელმა. ამ შემთხვევაში მთავარია, რამდენად გადამდებია ის. ჩვენ უნდა დაველოდოთ, ჯანმო-ს შეფასებას. დღესდღეობით, ჯანმო ამ შტამს არ აფასებს, როგორც პოტენციურად რისკის მატარებელს. თუმცა, გამორიცხული არაფერია“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აცულილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები