“დანაშაულის ჩადენის რისკის” გამო მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა სამივე ბრალდებული, რომელსაც გამოძიება “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობდა დანაშაულის ჩადენის განმეორების მაღალი რისკი.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა “აი იას” შეგროვებული ხელწერილები, რომლითაც მომღერალი გია გაჩეჩილაძე (“უცნობი”) და თბილისის საკრებულოს წევრი, ვატო შაქარიშვილი დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მსგავსი თემები