„მსგავსი ვიზიტი კატეგორიულად მიუღებელია“ – კახა კალაძე „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ჩასვლაზე

მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელების ჩასვლასა და შეხვედრების გამართვასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის კითხვას უპასუხა. როგორც კალაძე განმარტავს, მსგავსი ვიზიტი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი, როცა მეგობარ ქვეყანაში ომია, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება. ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები. ჩემთვის პირადად, კატეგორიულად მიუღებელია,” – განაცხადა კალაძემ.

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში შეხვედრებს მართავს

მსგავსი თემები