„კლინიკაში არც ერთი თავისუფალი ადგილი არ გვაქვს“ – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველა საწოლი დაკავებულია და კრიტიკული პაციენტებისთვის თავისუფალი ადგილი არ გააჩნიათ.

„ჩვენდა სამწუხაროდ, კლინიკაში თავისუფალი საწოლები არ გვაქვს. ამ ეტაპზე, არც ერთი საწოლი თავისუფალი არ არის კლინიკაში. როგორც კი პაციენტები ეწერებიან, ეგრევე ვღებულობთ ახალ პაციენტებს. გვაქვს 40 საწოლ ფონდი მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის და ორმოცივე დაკავებულია“ – აცხადებს ლევან რატიანი.

როგორც რეანიმატოლოგი ამბობს, ვირუსის შემთხვევები მატულობს და ვირუსი საკმაოდ სწრაფად განიცდის მუტაციას, რაც ვითარებას უფრო ამძიმებს.  

მსგავსი თემები