„შემდეგი დიდი გამოწვევა იქნება საარჩევნო და სასამართლო რეფორმა“ – კელი დეგნანი

ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, პარტიები იყვნენ პარლამენტში. როგოც კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა,  მათ ქვეყნის პროგრესზე უნდა იმუშაონ.

„ძალიან ჯანსაღი პროცესია, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ დებატები. სწორედ  ისინი გადაწყვეტენ  საკითხს ისე, რომ მისაღები იყოს ყველასთვის. რაც მნიშვნელოვანია, ისინი დაბრუნდნენ პარლამენტში, სადაც აშშ-ის შეხედულებით ისინი უნდა იყვნენ და იმუშაონ ქვეყნის  პროგრესზე. შემდეგი დიდი გამოწვევა იქნება საარჩევნო სისტემისა და  და სასამართლოს რეფორმა. ეს  შეთანხმების ნაწილია“ – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

მსგავსი თემები