„ბატონ ლევანთან საწოლების არქონა არ ნიშნავს, რომ საწოლები მთელ ქვეყანაში არ არის“ – მინისტრი ლევან რატიანის განცხადებაზე

  •  

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ პაციენტებისთვის საწოლები არ არის, არ ნიშნავს, რომ ადგილები მთელ ქვეყანაში არ არის.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მობილიზებულია საწოლ ფონდი და მოსახლეობა საიმედო ხელშია.  

„ბატონ ლევანთან საწოლების არქონა არ ნიშნავს, რომ საწოლები მთელ ქვეყანაში არ არის. გასაგებია, რომ ბატონი ლევანის კლინიკა არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა. ჩვენ გამოვუშვით ახალი ბრძანება, რომლითაც კოვიდის მართვაში დამატებით 1000 საწოლი ჩაერთო და ჯამში, ამ ეტაპისთვის გვაქვს 5 500 საწოლზე მეტი“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველა საწოლი დაკავებულია და კრიტიკული პაციენტებისთვის თავისუფალი ადგილი არ გააჩნიათ.

მსგავსი თემები