„ამერიკის გადასაწყვეტი არ არის, რას გადაწყვეტს ბატონი მელია“ – ამერიკის ელჩი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ნიკანორ მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ მისთვის პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანი უნდა იყოს.  

„დეტალები უნდა გადაწყვიტონ პოლიტიკურმა ლიდერებმა, აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის ასეთი რამ. ამერიკის გადასაწყვეტი არ არის, რას გადაწყვეტს ბატონი მელია.   ის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, რაც მნიშვნელოვანი ადგილია. ვფიქრობ, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ პარლამენტში იყოს, დემოკრატიულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა და წარმოადგინოს მისი ამომრჩევლები. ასე რომ, იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.

მსგავსი თემები