შესაძლოა, ვაქცინირებულებისთვის კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები მოიხსნას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგდოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, ვაქცინირებულებზე ქვეყანაში არსებული რეგულაციები არ გავრცელდეს.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, აღნიშნული ინიციატივით საკოორდინაციო საბჭოსაც მიმართავს.

„ვმუშაობთ რამდენიმე ვარიანტზე, რომელიც განიხილება ვაქცინირებული პირებისთვის. მაგალითად, კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი და სხვა, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი” – აცხადებს გამყრელიძე. 

მსგავსი თემები