„გამაოგნებელია, თუ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ამნისტია არ გვინდა“ – ალეკო ელისაშვილი  

პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი  აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ამნისტიის კანონთან შესაბამისობაში არ მოდის. მისი შეფასებით,  საგამოძიებო კომისია და ამნისტიაზე საუბარი ერთად არ გამოვა.

„ურთიერთსაწინააღმდეგო რამეზე ვსაუბრობთ. წინააღმდეგი არ ვართ, საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მაგრამ, ორივე ერთად არ გამოვა.  ან ამნისტიაზე უნდა ვილაპარაკოთ, ან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. გამაოგნებელია დამოკიდებულება, რომ თუ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, მაშინ ამნისტია არ გვინდა. ძლივს რაღაცაზე შევთანხმდით და რატომ გვინდა რევიზია. ამნისტია ხომ ნიშნავს პაუსხისმგებლობისგან ადამიანების გათავისუფლებას, თან შეთანხმებული ვართ, რომ მძიმე დანაშაულებზე არ გავრცელდება“ – განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნა მოითხოვა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია იმ პირთა დასადგენად, ვის წინააღმდეგაც 20 ივნისთან დაკავშირებით საქმეა აღძრული.

მსგავსი თემები