მარტვილში, სამართალდამცველების მობილიზება შეინიშნება. აღნიშნულის მიზეზი ბზობის დღესასწაულია. კერძოდ, ეპარქიის გუშინდელი მოწოდება და გაფრთხილება – ეპარქიამ მრევლს, ბზობის სადღესასწაულო ლიტურგიასთან დაკავშირებით, მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა და ამავდროულად გააფრთხილა, რომ შესაძლებელია პროვოკაცია.
სალხინოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მრევლი დილიდან იკრიბება.