ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ტარდება

დღეს, 25 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს.

მორწმუნეები  ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

„მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ ბზობის დღესასწაულს.  

მსგავსი თემები