„მცირე მიზეზიც კი შესაძლოა რაიმე პროვოკაციის საბაბად იქცეს“ – ეპარქიის გაფრთხილება მრევლს

ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ დაძაბულობაა. ეპარქია  მრევლს ბზობის დღესასწაულს ულოცავს და ამავდროულად, აფრთხილებს.

„ყველას გილოცავთ მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულს!  ჭყონდიდის ეპარქიაში, სოფელ სალხინოში, მრავალ მომლოცველს ველოდებით. ბოლო დღეებში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, მცირე მიზეზიც კი შესაძლოა რაიმე პროვოკაციის საბაბად იქცეს და გვინდა ერთგვარი წინდახედულობისკენ და ქრისტიანული სიბრძნის გამოჩენისაკენ მოგიწოდოთ.

პატივისცემითა და სიყვარულით მოგმართავთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სულიერი სიფხიზლე, რომ რაიმე შემთხვევითობამ, ან პროვოკაციამ ჩრდილი არ მიაყენოს ამ დიდ დღესასწაულს და ერთად, ღირსეულად, სიმშვიდით და ზეიმით აღვნიშნოთ იერუსალიმში დიდებით შესვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“ – აცხადებენ  ჭყონდიდის ეპარქიაში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მარტვილში მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი თემები