პარტიებს ახალი დოკუმენტი გადასცეს, თუმცა, მათ ხელმოწერისთვის დრო მოითხოვეს – კარლ ჰარცელის განცხადება

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პოლიტიკურ სუბიექტებთან შეხვედრის შემდეგ მოკლე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეთავაზებული ახალი დოკუმენტის გასაცნობად დრო მოითხოვეს.  

„დღის პირველ ნახევარში გავავრცელეთ ერთობლივი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, რომელიც ხაზს უსვამდა, თუ რამდენად სერიოზულად იღებს როგორც ევროკავშირი, ისე აშშ არსებულ სიტუაციას. ეს განცხადება ასევე აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტი მიშელი დღეს აპირებდა ახალი წინადადების მიცემას პარტიებისადმი. ეს უკვე მოხდა დღეს და გამოქვეყნებულია. ეს წინადადება არის ის, რომელსაც პრეზიდენტი თვლის, როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიებისადმი.

ვიდრე მოხდებოდა ეს შეხვედრა, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის, რომ ახალი წინადადება განეხილათ და ჩვენ ეს ყურადღებაში მივიღეთ. დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ გვამცნონ თავისი გადაწყვეტილება, რათა საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს ჰქონდეს დასასრული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

როგორც ელჩმა განაცხადა, ელოდებიან, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ თავიანთი გადაწყვეტილება გამოაცხადონ.

შეგახსენებთ, რომ  მმართველ გუნდსა და ოპოზიიას შორის დიალოგი დღეს განახლდა და მათ ხელმოსაწერად დოკუმენტი გადასცეს.

მსგავსი თემები