„ცვლილება ორ პუნქტში უნდა იყოს“ – რა შემთხვევაში მოაწერს ზურა ჯაფარიძე ხელს დოკუმენტს?

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დაწყებამდე განცხადება  გააკეთა. მისი თქმით, ტექსტს შესთავაზებენ არ იცის და არ ვარაუდობს, რომ რომელიმე პუნქტში ცვლილება იქნება.

„ორი საკითხი იყო, ეს არის პოლიტპატიმრების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი და ხელახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. თუ რამე ცვლილებები იქნება, ამ ორ პუნქტში უნდა იყოს ისეთი ცვლილება, რაზეც შეიძლება ოპოზიცია დათანხმდეს. თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გაწერილი, ხელს არ მოვაწერ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით იმართება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში რამდენიმე საათის წინ მივიდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ოფისში იმყოფება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც.

მსგავსი თემები