„სითბოს ვგრძნობ, დოკუმენტში გაჩნდა ის პუნქტები რაზეც ამდენი თვეა ვსაუბრობთ“ – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩისთვის“ მედიატორების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მისაღებია რადგან იქ სწორედ ის პუნქტები გაჩნდა, რომლის მოგვარებასაც ოპოზიცია ითხოვდა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი განმარტავს, ეს სწორედ ის დოკუმენტია, რასაც ოპოზიცია 2 თვის განმავლობაში ითხოვდა.

„არაფერი პრინციპული სიახლე არ არის იმასთან შედარებით, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში განვიხილავდით. ძირითადმა მოდერატორმა თითოეული პუნქტი გაიარა. გაჩნდა ის პუნქტი, რომელზეც ამდენი თვეა ვსაუბრობთ. იმედი მაქვს, მხარეები ამდენი ძალისხმევის დახარჯვის შემდეგ მაინც იქნებიან უფრო მეტად პასუხისმგებლიანები და ამ შეთანხმებას არ გავაფუჭებთ. მე და ჩემი პარტია დაველოდებით პარლამენტში ჩვენი კოლეგების შემოერთებას და იმედია, მერე ერთად შევალთ დარბაზში. სითბოს ვგრძნობ და ეს რაღაცნაირად იმედს მაძლევს, რომ ჩვენი კოლეგები დღეს საღამოს, როდესაც ისინი ითათბირებენ საკუთარ კოლეგებთან, გაიაზრებენ იმ შესაძლო შედეგებს, რომელიც ერთ ან მეორე გადაწყვეტილებას მოჰყვება და მიიღებენ საღი აზრის საფუძველზე საკუთარ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი დღეს განახლდა და მათ ხელმოსაწერად ახალი დოკუმენტი გადასცეს. მხარეებმა მის გასაცნობად დრო ითხოვეს.  

მსგავსი თემები