საქართველო ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციას დაიწყებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აუცილებელია, ქვეყანაში ჩინური „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყოს. როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

„საბჭოს რეკომენდაციით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტები დაასრულებენ მუშაობას პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც ეხება ქვეყანაში „სინოფარმით“ ვაქცინაციის დანერგვას. რეგისტრაციის პროცესი „სინოფარმის“ ვაქცინაზე 27 აპრილისთვის გაიხსნება იმიტომ, რომ მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, ექსპერტები მხარს  უჭერენ  „სინოფარმის“ დროულ გამოყენებას.

რაც შეეხება ჯანმოს ავტორიზაციას, როგორც გაბუნია განმარტავს, ვაქცინა ავტორიზაციას თვის ბოლოს მიიღებს, მისი გამოყენება კი მაისიდან დაიწყება.

მსგავსი თემები