„ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია, აცხადებენ საპატრიარქოში

საქართველოს საპატრიარქოში „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმართულ აქციასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და აცხადებენ, რომ ჰესისა და დავით გარეჯის ერთმანეთთან დაკავშირება არ შეიძლება.

„საინფორმაციო საშუალებებით „ნამახვანჰესთან“ მიმართებით, 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით გარკვეული მოწოდებები კეთდება, სადაც გაჟღერდა დავით გარეჯის თემაც. ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი მრავალი ნიშნით განსხვავებულია და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავით გარეჯთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება. ამ ეტაპზე, ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას“,- ვკითხულბთ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები