ვაქცინაციისას 34 გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციისას, სულ 34 გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა.

„არსებობს იმუნიზაციის შემდგომი გართულებებისა და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი. დადგენილია ფორმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ ივსება თუ ასეთი გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა. დღევანდელი მონაცემებით,  აღნუსხულია 34 გვერდითი მოვლენა. აქედან შვიდი უფრო მძიმე, დანარჩენი კი შედარებით ნაკლებად მძიმე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები