ქვეყანაში, სუფრასთან დაკავშირებული 17 „კლასტერი“ გაჩნდა, ვითარება რთულდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში 17 ე.წ. კლასტერი არსებობს და ყველა დაკავშირებულია სუფრასთან და წვეულებასთან.

მისივე შეფასებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია.

„ბოლო კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, გვაქვს უფრო მეტი დადებითი შემთხვევები. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც, პირდაპირ გეტყვით, მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები და არ მივყევით რეკომენდაციებს, შეიძლება, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგის განცხადებით, ამ ეტაპზე დაფიქსირებული 17-ვე “კლასტერი”, გართობას, წვეულებას და სუფრას უკავშირდება.

„ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან რთულდება. მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე „ტალღა“ დაწყებულია. რეალურად, ჩვენთანაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კორონავირუსის მესამე „ტალღა“ დაიწყო“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები