ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, კლინიკური რესურსის დეფიციტის პრობლემა არ დგას.
მისი განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მართვის მთავარი მექანიზმები, ამ ეტაპზე, პრევენციული ზომები და წერტილოვანი შეზღუდვებია.
“არის 4500 საწოლი მობილიზებული, ასევე, დაახლოებით, რეანიმაციის 800 საწოლი. კლინიკური სექტორის რესურსი გავიარეთ, ვიცით და ისიც ვიცით, როგორ გამოვიყენოთ კოვიდსასტუმროები.
ის, რომ კლინიკურ სექტორს რესურსი არ ეყოფა, ამისი პრობლემა დღეს ნაკლებად დგას, თუმცა, საყურადღებოა ის, რომ ჩვენ ასეთ მაღალ დატვირთვაზე არ უნდა გავიდეთ, რადგან ვიცით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იქნება მაღალი და მაქსიმალურად მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილოთ შემთხვევების ესკალაცია. ასე რომ, პრევენციული ზომები და წერტილოვანი შეზღუდვები, ამ ეტაპზე, ჩვენთვის იქნება მთავარი მექანიზმები,”-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.