“სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე კიდევ ერთხელ თუ მოგვმართავენ, უარს ვეტყვით, ასეთია ჩვენი გადაწყვეტილება” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიმართვის შემთხვევაში, უარს ეტყვის.

როგორც ჟურნალისტებს პაპუაშვილმა განუცხადა, მანდატების გაუქმებაზე მმართველი გუნდის პასუხი ცნობილია, რადგან წინა შემთხვევაშიც ეს პოზიცია ჰქონდათ.

„კიდევ ერთხელ თუ მოგვმართავენ, უარს ვეტყვით, ასეთია ჩვენი გადაწყვეტილება. ამის არგუმენტია თითოეული დეპუტატის ნება, მიაჭიროს თითი ღილაკს ან – არა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები