“20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყო” – ირაკლი კობახიძე

  •  

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყო – ის რეფორმების პაკეტი არ არის, გამომდინარე აქედან, ამაზე ბუნებრივია ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, – ეს განაცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“ჩვენ პასუხისმგებლობას რეფორმების განხორციელებაზე ვიღებთ. ამნისტია კი, შეთახმების ნაწილი იყო“, – აცხადებს კობახიძე.

კრისტიან დენიელსონის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების საგანი იყო, წერია, რომ პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

მსგავსი თემები