გორში სავარაუდოდ, მოსწავლეების გატაცება სცადეს

გორში, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების სავარაუდო გატაცების მცდელობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. არასრულწლოვნების განცხადებით, სკოლების ტერიტორიაზე ჩერდებიან უცნობი პირები და მათ ავტომობილებით გაყოლას ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ.

სკოლის მოსწავლეების განცხადებით, საეჭვო ადამიანები თეთრი ფერის მანქანით გადაადგილდებოდნენ და ბავშვებს ფულს სთავაზობდნენ.

ამასთან, მოზარდის სავარაუდო გატაცების ფაქტები გორის 12- ე სკოლასა და სკრაშიც დაფიქსირდა.

სკოლის მოსწავლეების ადევნებასა და შესაძლო გატაცების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

მსგავსი თემები