“ექიმის გარდაცვალება კორონავირუსზე აცრას არ უკავშირდება!” – ჯანდაცვის მინისტრი „მედკაპიტალის“ ექიმზე

  •  

თბილისში 52 წლის ექიმის გარდაცვალების შესახებ პირველად ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ავრცელებს.

პირველად მოკვლევაზე დაყრდნობით მინისტრმა აღნიშნა, რომ „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება კორონავირუსზე აცრას არ უკავშირდება.

„რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევა. მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

„მედკაპიტალის“ ექიმმა კორონავირუსზე აცრა ორი კვირის წინ გაიკეთა, თუმცა კლინიკა მის გარდაცვალებასთან ვაქცინაციის კავშირს გამორიცხავს. ცნობილია, რომ ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა.

მსგავსი თემები