ნუცუბიძის პლატოზე, კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში გვიან ღამით ხანძარი იყო. ცეცხლი ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-14 სართულზე, ბინაში გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო რამდენიმე ადამიანმა. ძლიერი დაკვამლიანების გამო საჭირო გახდა კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიზეზი მოკლე ჩართვაა, რასაც წინ უძღოდა დენის ხშირი ცვალებადობა.

თავად სახლის მეპატრონე კი ამბობს, რომ ცეცხლი ჭაღიდან გაჩნდა, შემდეგ კი მთლიანად ბინას მოედო.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო ბრიგადები.

მსგავსი თემები