შესაძლოა, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები დაწესდეს – სემეკი მთავრობასთან ერთად საკითხზე იმსჯელებს

სემეკი, კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს.

იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის ნაწილი ვირუსის გამო, უსამსახუროდ დარჩა, ტურისტული ობიექტების დიდი ნაწილი კი დაკეტილია და მათ შემოსავალი არ უფიქსირდებათ, ბიზნესი გადასახადების გადავადების საჭიროებაზე ალაპარაკდა.

“ამ ეტაპზე კომისიაში მიმდინარეობს მომხმარებელზე დარიცხული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და უახლოეს დღეებში კომისია მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება“, – აცხადებენ სემეკში.

ამასთან, ენერგოომბუდსმენი აღნიშნავენ, რომ იმ მოქალაქეთა მომართვიანობა გაიზარდა, ვინც კომუნალურებზე  გარკვეული შეღავათების დაწესებას ითხოვს.

„ძალიან ბევრი ზარი გვაქვს, მოქალაქეები მოგვმართავენ სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგი უხელფასოდ დარჩა, ზოგს მატერიალური მდგომარეობა გაუუარესდა, ითხოვენ გადასახადების გადავადებას“ – აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

მსგავსი თემები