ვაქცინირებული ექთნის მდგომარეობა მძიმეა, საქმეზე გამოძიება დაიწყო

ახალციხეში ვაქცინირებული 27 წლის სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კატასტროფის ბრიგადას პაციენტი თბილისში გადმოჰყავს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქმის გამოძიებაში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო ჩაერთო.

“დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა.  იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის. ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. მას უტარდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურმა დაიწყო მისი თბილისში ტრანსპორტირების პროცესი. შემდეგომ მკურნალობა და მდგომარეობის მართვა პროცესი გაგრძელდება თბილისში“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ, ახალციხეში, ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა და რეანიმაციაში მოხვდა. მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, ადგილზე კატასტროფის ბრიგადა ჩავიდა, რომელსაც პაციენტი თბილისში გადმოჰყავს.

„ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე. მომხდარის გამო, პაციენტის ოჯახის წევრებმა კლინიკაში შუშები ჩაამსხვრიეს და იყო ხმაური.

მსგავსი თემები