„შეთანხმების დოკუმენტში ექვსივე საკითხი უნდა მოხვდეს“ – გიორგი ვაშაძე

ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ოფისში უკვე მივიდნენ და შეხვედრისთვის ემზადებიან, როგორც „სტრატეგია აღმაშენებელის“ ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ მედიასთან განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტიდან არც ერთი საკითხი არ უნდა ამოვარდეს.  

„ჩემთვის პრინციპულია ექვსივე საკითხი აუცილებლად იყოს ამ დოკუმენტში და თითოეულ ამ საკითხზე უნდა იყოს შეთანხმება.  რა თქმა უნდა, ანგარიშს გავუწევ ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციას. ყველა საკითხი, უკლებლივ უნდა იყოს დოკუმენტში. ის, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი ამოვარდება ამ დოკუმენტიდან, ან,  პატიმრების საკითხი შეიძლება ამოვარდეს და სხვა საკითხებზე მოხდეს შეთანხება, ამისი ერთ პროცენტიან შესაძლებლობასაც არ ვუშვებ. ეს არის არასწორი წარმოდგენები მოლაპარაკების საკითხზე. ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად, ყველა საკითხი ამ დოკუმენტში უნდა იყოს. რთულად წარმომიდგენია, რომ ეს იყოს ბოლოს შეხვედრა. დღეს პირველად ვხვდებით „ქართულ ოცნებას“ და არ მგონია, ამ ერთი შეხვედრით დასრულდეს შეთანხება“ – განაცხადა ვაშაძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ოფისში, შვედი დიპლომატის მონაწილეობით პოზიცია-ოპოზიციის დიალოგის პირველი შეხვედრა იწყება. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მანამ დარჩება, სანამ კონკრეტული შეთანხმება არ მოხდება. 

მსგავსი თემები