„პოლიტპატიმრების“ გამოშვება და ვადამდელი არჩევნები – ოპოზიციის ულტიმატუმი

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა სულ რამდენიმე წუთში იწყება. ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობისგან კომპრომისს ითხოვს და ორ ძირითად საკითხზე ელოდება მოლაპარაკებას.

„იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვიდნენ „პოლიტპატიმრები“ და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები . ეს არის მთავარი საკითხები. თუ ამ საკითხებზე არ იქნება შემხვედრი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და არ იქნება კომპრომისი, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ წავიდა ევროპის წინააღდეგ და შეთანხმება არ იქნება“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა მედიასთან, შეხვედრის დაწყების წინ.  

მსგავსი თემები