„ვაქცინაციის ჩასაგდებად სპეციალურ ჯგუფები მუშაობენ“- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინები საკმარისი რაოდენობით შემოვა, თუმცა, მისი ხელის შემშლელები აუცილებად გამოჩნდებიან.

” როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინები შემოვა და ეს დრო ძალიან მალე იქნება, ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამბობენ რომ ვაქცინა არ არის.  სწორედ მათ აქვთ დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ ჩააგდეს 2008 წლის იმუნიზაციის კამპანია, რომელზეც ერთი წელი ვემზადებოდით. ისევ დაწყებულია ეს პროცესი.  უკრაინაშიც იგივე ვითარებაა. ძალიან ბევრი ჯგუფი მუშაობს უკრაინაში ვაქცინაციის ჩასაგდებად. იდი ალბათობით, ჩვენთანაც იგივეს იზამენ“ – აცხადებს პაატა იმნაძე.  

მსგავსი თემები