,,საქართველოში პოლარიზაციის მხრივ, საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი”- შალვა პაპუაშვილი

საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის  განცხადებით, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი.

მისი თქმით, ყველა აქტორმა უნდა გააცნობიეროს თავისი წვლილი პასუხისმგებლობა.

,,როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ, ასევე, საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი. ამიტომ, ყველა აქტორმა უნდა გააცნობიეროს თავისი წვლილი პასუხისმგებლობა, ნაცვლად იმისა, რომ წაახალისოს რადიკალები საქართველოში, პირიქით, წაახალისოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და უარი უთხრას რადიკალებს. ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა დამატებით პორცია ენერგიისას აძლევს რადიკალებს,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები