პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

დღეს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

გომელაური უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც მასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. იქნება დეპუტატების საპასუხო გამოსვლები.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები