სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სააკაშვილის საბჭოს შემადგენლობიდან გაყვანის მიზეზი უცნობია.

ვლადიმერ ზელენსკიმ ურბანული დაგეგმარების საკითხთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში გიორგი ცხაკაია შეიყვანა, რომელიც უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტია.

მსგავსი თემები