“ექვს დეპუტატს, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ, აღელვებთ ოკუპირებული სამშობლოს ბედი, ვინც ქუჩაშია, არ ვიცი, რა აღელვებს” – თეა წულუკიანი

  •  

პარლამენტში არის ცარიელი სკამები, ვისაც უნდა, მოვიდეს, დაჯდეს და იმუშაოს, ვისაც არა, მისი გადაწყვეტილებაა, მე დანაკლისს ვერ ვგრძნობ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენ ყველანაირ სივრცეს ვტოვებთ, რათა ოპოზიციაში ვისაც უნდა, იყოს პარლამენტში, ამის შესაძლებლობა ჰქონდეს. პირადად მე, შეიძლება ვინმეს ეწყინოს, მაგრამ ვერავის ხვეწნას ვერ დავუწყებ. აქ ბრძანდება პარლამენტი, აქ არის სკამები, ისინი ცარიელია. ვისაც უნდა, მოვიდეს, დაჯდეს და იმუშაოს. ვისაც არ უნდა, ეს მისი გადაწყვეტილებაა და მე დანაკლისს ნამდვილად ვერ ვგრძნობ, რადგან იმდენი საქმე გვაქვს და ბევრ საქმეს ვაკეთებთ, იქნება ეს გელათის რესტავრაცია, თუ საგანძურის დაცვა და ბევრი სხვა თემა, რაც ჩემს კომიტეტში შემოდის. თუმცა, თუ ვინმე შემოვა და ვინც შემოვიდა, ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატი, რაც არ უნდა მათთან აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს, ვთვლი, რომ არიან ადამიანები, ვისაც აღელვებს ოკუპირებული სამშობლოს ბედი. ვინც არის ქუჩაში, არ ვიცი, მას რა აღელვებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები