„გამიტყდა თვალის პროთეზი და დახმარებაზე უარს მეუბნებიან – გახარიასთან არანაირი მიმართვა არ მაქვს, ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს“ – მაკო გომური

„გახარიასთან არანაირი მიმართვა არ მაქვს, ჩემთვის ეს ადამიანი არაფერს წარმოადგენს, ბოლო სამი თვეა ვცდილობ მივიღო პასუხი გვიმკურნალებენ თუ არა,“ – ამის შესახებ 20 ივნისს დაზარალებულმა მაკო გომურმა განაცხადა, მისივე ინფორმაციით ესაჭიროება თავლის პროთეზი და ოპერაცია, თუმცა ხელისუფლების მხრიდან სამი თვეა პასუხს არავინ სცემს:

„არანაირი პასუხი მათი მხრიდან არ ისმის, როგორც კი გამომწერეს საავადმყოფოდან 20 ივნისი მერე, ჩემთან მოვიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მითხრეს, რომ 4 საათში უნდა გავფრენილიყავი გერმანიაში, თავიდან ვხდებოდი, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ სიტუაციებიდან გავერიდებინე, შემდეგ არცერთ წასვლაზე არ ყოფილა ჩემთან პრობლემა, ალბათ ეშინოდათ აჟიოტაჟის.

თანხის პრობლემა მე არ მექნება, ბევრი ადამიანი მიდგას გვერდით, მაგრამ, როცა სახელმწიფო გაზარალებს, პრინციპის საკითხია, რომ მოგხედონ,“ – განაცხადა მაკო გომურმა.

მსგავსი თემები