პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება

  •  

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, წესების გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ.

„დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმისა, რომ როდესაც, მაგალითად, პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ ვერაფერი უფრო ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდეგ უკვე ვაქცინაცია ვერ მოიგონა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს წესები დავიცვათ ეფექტურად. ეს ჩვენი ეკონომიკისა და ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები