რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში 8 და 15 თებერვლიდან

  •  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 8 და 15 თებერვლიდან საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ ისაუბრა.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა შეზღუდვების დაწესების შემდგომ წესები დაიცვან.

„რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ციფრები საკმაოდ იმედისმომცემია. ჩვენ ვთქვით, რომ შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების საკითხი ფახდებოდა მსჯელობის საგანი იმ შემთხვევაში თუ პოზიტიური დინამიკა იქნებოდა შენარჩუნებული. ინფიცირების და დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა ოთხ პროცენტზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ წესები დავიცვათ. არაგონივრული, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების. ვიზრუნოთ ინფექციის მართვით მიღწეულ შედეგზე, რომ გაზაფხულის ბოლოს,ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ეკონომიკას, ტურიზმს. მსჯელობის შედეგად, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან ამოქმედდება მუნუციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით, გარდა ამისა, 8 თებერვლიდან ამოქმედება ბაზრობები. ერთი კვირის შემდეგ, 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახში. ასევე, 15-დან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები