„სამ მუშკეტერს“ არ ესმით, ბიზნესის შემოსავალი არ განისაზღვრება 200 ლარით“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

„გაიხსნა ზღვა ზამთარში და მთის კურორტებს ხსნიან ზაფხულში, რაღაც აბსურდში ვართ, „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ “რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ქვეყნის გახსნის სადავეები ეპიდემიოლოგების ხელშია, მისივე განცხადებით ეკონომიკის სამინისტროში ზუსტ განმარტებებს არ იძლევიან, თუ როდის მოიხსნება შეზღუდვები.

ბურჯანაძე ამბობს, რომ „ქვეყანა აბსურდშია.“

„გუშინ გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში, ეს კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმშია,  მოთხოვნა იყო ეპიდემიოლოგებთან შეხვედრა, სამწუხაროდ დღეს მართვის სადავეები ეპიდემიოლოგებს აქვთ, ეს ჩანს ბევრი ნიუანსიდან.

ჩვენ უნდა ავუხსნათ ეპიდემიოლოგებს, რომ ეს არ არის რაღაც განყენებული ბიზნესი და საზოგადოებაზე არ უნდა ვიზრუნოთ მხოლოდ ეპიდემოიოლოგიური კუთხით.

ყველას კარგად გვესმის, რომ 200 ლარად ადამიანი თავს ვერ გაიტანს.

უპირობო გახსნაზე არ გვაქვს საუბარი, საუბარი გვაქვს რეგულაციების ფარგლებში მოხდეს გახსნა და ის შესაძლებლობები, რაც დღეს ბიზნეს გააჩნია გამოიყენოს. „სამ მუშკეტერს“ არ ესმით, ბიზნესის შემოსავალი არ განისაზღვრება 200 ლარით.

დღეს თუ არ გაიხსნა მთის კურორტი, როგორ უნდა იარსებოს გუდაურმა, გაიხსნა ზღვა ზამთარში და მთის კურორტებს ხსნიან ზაფხულში, რაღაც აბსურდში ვართ,“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები