,,ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი: ამ აზროვნებითა და ძალისხმევით, რაც თქვენ გაქვთ, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს ვერ გახდება”- არმაზ ახვლედიანი

,,ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი: ამ აზროვნებითა და ძალისხმევით, რაც თქვენ გაქვთ, საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი ვერასდროს ვერ გახდება”- ასე მიმართა იოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა მმართველ გუნდს.

მისი თქმით, პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არ უნდა წავიდეს არანაირ კომპრომისზე, მანამ სანამ ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტი არ შესრულდება.

,,ბატონ ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებს ვეტყოდი: – ძვირფასო მეგობრებო, ამ სვლით, ამ ჭკუით, ამ აზროვნებითა და ძალისხმევით, რაც თქვენ გაქვთ, საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი 15 წლის შემდეგ კი არა, ვერასდროს ვერ გახდება – ევრაზიული კავშირისა და ყველა სხვა სიმახინჯის წევრი კი მალე გავხდებით! პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ნიშნავს – არ წახვიდე არანაირ კომპრომისზე, არანაირ დათმობაზე მანამ, სანამ არ იქნება გარანტირებული მთავარი საკითხი – ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულება. 12-ვე პუნქტი ერთი მიზნის შესრულებას უკავშირდება – საქართველოში ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს შექმნა, როცა არჩევნების და წინასაარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა იარსებებს. არც ერთ სხვა საკითხზე დღევანდელ, ტოქსიკურ მმართველობასთან საუბარი არ შეიძლება“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მსგავსი თემები