“ჩვენ გამოვეყავით რუსეთს და გავხდებით ყველაზე პოპულარული ოჯახის, ევროკავშირის წევრი” – THE TIMES ივანიშვილის სიტყვებს ციტირებს

„2012 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი ახალშექმნილი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში. მისმა გამარჯვებამ წერტილი დაუსვა მიხეილ სააკაშვილის 10-წლიან მმართველობას“,- ამის შესახებ გამოცემა „THE TIMES“ წერს.

ავტორი მიხეილ სააკაშვილს ინდივიდუალისტ პოლიტიკოსად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მის პირობებში საქართველომ 2008 წელს რუსეთთან გამანადგურებელი ომის შედეგად დაკარგა თავისი ტერიტორიის 20%. სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ემთხვევა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტს.

„აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს მიწვევას ნატოში გასაწევრიანებლად, თუკი ქვეყანა შეასრულებს შესაბამის მოთხოვნებს. ეს კი კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას რუსეთთან, რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა ქვეყნების შესვლას დასავლურ სამხედრო ალიანსში. საქართველო ასევე ეცდება ევროკავშირში შესვლას 2024 წელს“,- წერს გამოცემა.

სტატიის ავტორის თქმით, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა საკმარისად მტკიცეა იმისათვის, რომ გაუძლოს კრემლიდან მომავალ ზეწოლას – „ჩვენ გამოვეყავით რუსეთს და გავხდებით ყველაზე პოპულარული ოჯახის – ევროკავშირის წევრი“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მსგავსი თემები