დადგეს N 51-ე სკოლის დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი – საპარლამენტო კომისია

  •  

​თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ნაწილი მოითხოვს, დადგეს N 51-ე სკოლის დირექტორისა და მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. 2017 წლის პირველ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, ასევე, დაეკისროთ მანდატურებს, მათ შორის მანდატურის სამსახურის უფროსს და მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსს.

აღნიშნული რეკომენდაციები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა კომისიის დასკვნის რეკომენდაციების ნაწილში წარმოადგინეს.

როგორც კომისიის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, სკოლის დირექტორ მანანა თურქაძეს ევალებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა ჩაეტარებინა, თუმცა, განათლების სისტემაში 2017 წლის 1-ელი დეკემბრის ტრაგედიის შესწავლა დღემდე არ განხორციელებულა.

მისივე თქმით, სკოლაში უსაფრთხო პროცესის წარმართვაზე უნდა განისაზღვროს დირექტორის პასუხისმგებლობა. ამასთან, განათლების სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს ანტიბულინგური პროგრამა და ხელი შეეწყოს და განვითარდეს სასკოლო მედიაციის პროგრამა.

„ის, რომ სხვადასხვა საფეხურებზე მყოფი მოსწავლეები, ანუ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები არიან ერთად, ეს ქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემას და ხშირ შემთხვევაში ბულინგის გამომწვევი მიზეზია. აქედან გამომდინარე X, XI, XII, კლასი უნდა გაიმიჯნოს სკოლის დანარჩენი საფეხურებისგან და გავიდეს ცალკე. ამასთან, უნდა გაიმიჯნოს სივრცეები საბაზო და დაწყებით სკოლებში. მათ უნდა ჰქოდეთ ცალკე სასადილო, სპორტული დარბაზი, სამოძრაო კიბე და ა.შ. აუცილებელია რათა უფროსკლასელებს და უმცროსკლასელებს არ ჰქონდეთ საეთო საკონტაქტო სივრცეები“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მსგავსი თემები