პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 55 000 ხელმოწერა უკვე შეაგროვა  

  •  

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თითქმის დაასრულა ქვეყნის რეგიონებში ხელმოწერების შეგროვება და ახლა თბილისის მოსახლეობას ხვდება მეტროსადგურების, “ვარკეთილის”, “ისნის” , “მარჯანიშვილისა” და “სარაჯიშვილის”მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, დაახლოებით 55 000 ხელმოწერა უკვე შეაგროვა, რომელსაც 8 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს.

რაც შეეხება კამპანიის დაფინანსებას, ზურაბიშვილს ბიზნეს სექტორის იმედი აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისთვის კონკრეტული შემოწირულობების ოდენობა უცნობია.

„რეგიონებში პრაქტიკულად დავასრულეთ ხელმოწერების შეგროვება. თბილისი რომ არ გამოგვრჩეს, გადავწყვიტეთ მეტროსადგურებთან ხელმოწერების შეგროვება. თუ არ ვცდები 55 000 ხელმოწერა უკვე შეგროვებულია, რომელსაც 8 სექტემბერს შევიტანთ კომისიაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი მეტროსადგურ “ვარკეთილთან” გუშინ, მოსახლეობას შეხვდა, შემდეგ კი თბილისის მეტროთი სარგებლობა და მეტროს მგზავრებთან შეხვედრა გადაწყვიტა.

მსგავსი თემები